|
2020-07-24 16:49:58, 5576 ნახვა
ეკონომიკა
პროგრამა „საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის" ფარგლებში პირველი სესხი „თიბისიმ“ გასცა
აქ.ახლა, ბიზნესების მხარდასაჭერად, "საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის" ფარგლებში პირველი სესხი თიბისიმ გასცა. ფინანსური მხარდაჭერით კომპანია „გეფერინმა" ისარგებლა. „საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი" თიბისი ბანკისა და „აწარმოე საქართველოში" თანამშრომლობით ხორციელდება და ის ბიზნესსესხებზე სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფის კომპონენტში 90%-მდე თანამონაწილეობას გულისხმობს. პროგრამა მიზნად ისახავს ბიზნესსესხებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას იმ ბენეფიციარებისთვის, რომელთაც არ აქვთ საკმარისი უზრუნველყოფა. „საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის" ფარგლებში, სესხის მინიმალური მოცულობა 50 000 ლარია, მაქსიმალურ – 5,000,000 ლარი. პროგრამა განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომელთა წლიური რეალიზაცია არ აღემატება 20 მლნ ლარს, ხოლო ჯამური სასესხო დავალიანება - 12 მლნ ლარს. „საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი" ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან 30%-მდე უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას, მათთვის ვისაც COVID-19-ის უარყოფითი ზეგავლენის გამო პრობლემები შეექმნა. ასეთ ბიზნესებს შესაძლებობა აქვთ, რესტრუქტურიზაციის მოქნილი სტრუქტურით ისარგებლონ. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე - https://www.tbcbank.ge/web/ka/businessloan, ასევე თიბისის ცხელი ხაზის (032) 2 27 27 27 საშუალებით და ფილიალში სტუმრობით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)