03:21 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-23 15:30:11, 4256 ნახვა

კომენტარი
ადვოკატის განცხადებით, გური ამირხანაშვილმა შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ ამოიცნო

შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

დღეს, უწყებაში ამოცნობის პროცედურა ჩატარდა და როგორც არასრულწლოვანი ზ.ხ-ს ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გური ამირხანაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამოიცნო.

მისივე თქმით, ამირახანაშვილმა განმარტა, რომ არასრულწლოვანი ზ.ხს მხრიდან არანაირ ძალადობას და შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.

"ამირხანაშვილმა ამოიცნო ზ.ხ და მან ასევე განმარტა, რომ ეს პირი მას ნანახი ჰყავს პოლიციაში, როდესაც ის გამოკითხვაზე იმყოფებოდა, რომ ზ.ხ-მ გადასცა მას ნამცხვარი, რადგან ის მშიერი იმყოფებოდა. 

განაცხადა, რომ მანქანაში ნახა ზ.ხ და მას არ უთქვამს, რომ რაიმე სახის ძალადობა ან შეურაცხყოფა მიაყენა და განმარტა, რომ მეორედ ნახა ზ.ხ გამოკითხვაზე", - განაცხადა ადვოკატმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics