|
2020-07-23 12:02:23, 3575 ნახვა
კომენტარი
პრემიერმა შსს-ს თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, მოქალაქეების პროაქტიური ინფორმირება დაავალა
პრემიერმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მოქალაქეების პროაქტიური ინფორმირება დაავალა. „რაც შეეხება საგამოძიებო მიმართულებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მინდა კიდევ ერთხელ დავავალო მოქალაქეების პროაქტიური ინფორმირება. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რათა არ დარჩეს არც ერთი სივრცე იმისთვის, რომ ზოგიერთმა გამოიყენოს ეს გარკვეული სპეკულირებისთვის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სწრაფი, ეფექტური გამოძიება, მაგრამ ამასთან ერთად დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება პროაქტიური ინფორმირებულობა პირველ რიგში ოჯახის და შემდგომ საზოგადოების", - განაცხადა გიორგი გახარიამ. მთავრობის მეთაურმა მოუწოდა ასევე საგამოძიებო სტრუქტურებს, იყვნენ პროაქტიური მოქალაქეებისთვის ინფორმაციის გაზიარების მიმართულებით, იმისათვის, რომ ინტერპრეტირებისთვის მცირედი სივრცეც არ დარჩეს. „ჩვენ ყველამ კარგად ვიცით გამოძიებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ყველას კარგად გვესმის და სწორედ ამიტომ დაიწყო რეფორმები და სისტემური განახლება შინაგან საქმეთა სამინისტროში და ამ ნაბიჯებს აქვს უკიდურესად სერიოზული მნიშვნელობა როგორც ქვეყნისთვის, ასევე რიგითი, კეთილსინდისიერი პოლიციელებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად, კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. ეს უნდა გავითვალისწინოთ ყველამ და პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მინდა თითოეულ საგამოძიებო სტრუქტურას მოგიწოდოთ, იყოთ პროაქტიური ჩვენი მოქალაქეებისთვის ინფორმაციის გაზიარებისთვის, რამეთუ არ დავტოვოთ მცირედი სივრცეც ინტერპრეტირებისთვის. დღეს ჩვენ ეს არ გვჭირდება, იმიტომ, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ეფექტური, სწრაფი გამოძიება და მოქალაქეების ინფორმირებულობა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)