|
2020-07-21 14:55:00, 7633 ნახვა
სამხედრო
მე-13 ბატალიონმა უფლებამოსილება ოფიციალურად გადაიბარა
საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონმა „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისია მე-12 ბატალიონისგან ოფიციალურად გადაიბარა და კოალიციურ ძალებთან ერთად საერთაშორისო ოპერაციის შესრულება დაიწყო. ქართველი მშვიდობისმყოფელები ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვის ამოცანებს 7 თვის განმავლობაში შეასრულებენ. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა. ბაზის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ჯეიმს ელდრიჯმა მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების მიერ მისიის წარმატებით შესრულებას გაუსვა ხაზი და დაკისრებული ამოცანების მაღალ დონეზე განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა. ბაგრამის ბაზის ხელმძღვანელმა და კოალიციური ძალების მაღალჩინოსნებმა ქართველი სამხედროები სამშვიდობო მისიის მედლებით და სხვადასხვა სიმბოლური საჩუქრებითაც დაჯილდოეს. I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას დეკემბრის თვიდან აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა. ქვედანაყოფმა სამშვიდობო მისია წარმატებით დაასრულა და უახლოეს მომავალში სამშობლოში დაბრუნდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)