|
2020-07-16 18:49:17, 7397 ნახვა
მსოფლიო
BBC - რუსი ჯაშუშების სამიზნე კოვიდ19-ის ვაქცინის კვლევა გახდა
რუსი კიბერჯაშუშების სამიზნე აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და კანადის კოვიდ19-ის ვაქცინის კვლევა გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. დიდი ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის(NCSC) განცხადებით, ჰაკერები მუშაობდნენ, როგორც „რუსული სადაზვერვო სამსახურების ნაწილი“. მათი ინფორმაციით, ჯაშუშების ჯგუფის სახელია APT29. NCSC აცხადებს, რომ 95 პროცენტზე მეტით დარწმუნებულები არიან, რომ APT29 რუსული სადაზვერვო სამსახურების ნაწილია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ დიდი ბრიტანეთის, კანადის საკომუნიკაციო უსაფრთხოების დაწესებულება, შეერთებული შტატების საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტი, კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტო და აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოები. NCSC-ში აღნიშნავენ, რომ აღნიშნულ ინციდენტს ვაქცინის კვლევისთვის ხელი არ შეუშლია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)