|
2020-07-16 18:29:40, 4371 ნახვა
ეკონომიკა
დღეს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებით, ბიზნესთან დიალოგი გაიმართა
დღეს, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებით, ბიზნესთან დილოგი გაიმართა. „დღეს საქართველოს კერძო სექტორის წარმომადგენლებს, სააგენტოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია და განახლებულ პროგრამები გავაცანით. ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა და მათთვის საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კერძო სექტორის მხარდაჭერის განახლებული ფინანსური მექანიზმების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება, რადგან ეკონომიკის სტიმულირებისთვის და ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობად რჩება მათი ჩართულობა“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა. ღონისძიების ფარგლებში მიხეილ ხიდურელმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს სააგენტოს საქმიანობა, განახლებულ პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დამსწრე საზოგადოება საქართველოს საინვესტიციო სტრატეგიასაც გაეცნენ. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე, ასევე საბჭოს წევრი კომპანიების წარმომადგენლები და ხელმძღვანელები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)