|
2020-07-16 12:14:32, 5075 ნახვა
კომენტარი
სერგი კაპანაძის განცხადებით, რუსეთის საგარეო უწყების განცხადება, ქართული მხარის დასუსტების დემონსტრირებაა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არის მორიგი სამწუხარო დემონსტრირება იმისა, როგორ დასუსტდა ქართული მხარე ბოლო წლების განმავლობაში, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი, სერგი კაპანაძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელ განცხადებას. როგორც მან აღნიშნა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმდენად გათავხედდა, რომ საქართველოს და მის პარტნიორებს ადანაშაულებს. „რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არის მორიგი სამწუხარო დემონსტრირება იმისა, თუ როგორ დასუსტდა ქართული მხარე ბოლო წლების განმავლობაში. რუსეთის საგარეო უკვე ისეთ შემტევ განცხადებებს აკეთებს, რომ პირიქით, აქეთ გვადანაშაულებს ჩვენ ჩვენი მოქალაქეების გატაცებაში საოკუპაციო ძალების მიერ, ჩვენი მოქალაქეების დაჭრაში ჩვენ გვადანაშაულებს. ისე გათავხედდნენ, რომ გვადანაშაულებენ ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს. მაგალითად, ამ განცხადებაში პირდაპირ ჩრდილი მიაყენა ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობას ჟენევის მოლაპარაკებებში“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაასრულოს პროვოკაციული ქმედებები.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)