20:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-15 15:39:14, 3645 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა კამპანიის „იმოგზაურე საქართველოსთვის" ფარგლებში თუშეთს ესტუმრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კამპანიის „იმოგზაურე საქართველოსთვის" ფარგლებში დღეს თუშეთს ეწვია.

მან მონაწილეობა მიიღო გასტროტურში, რომელსაც ასევე დაესწრნენ კახეთის მხარეში  სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში გელა სამხარაული და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

„დღეს, როდესაც პანდემიის გამო უჭირს ტურისტს და შეფერხებებია საერთაშორისო ვიზიტორების ჩამოსვლის თვალსაზრისით, ჩვენ დავინახეთ ამაში შესაძლებლობა,  რომ ყველამ ხელახლა აღმოაჩინოს ის, რაც ჩვენია, ვიმოგზაუროთ საქართველოში და ვიმოგზაუროთ საქართველოსთვის", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

კამპანიის ფარგლებში სტუმრებმა კესელოს ციხე და ომალოში თუშეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი დაათვალიერეს, ასევე მონაწილეობა მიიღეს ეროვნული პარკის ფიჭვნარში გამართულ თუშური ხინკლისა და კოტორის მასტერკლასებში. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, შიდა ტურიზმის წახალისების მიზნით მიმდინარე  კამპანიაში ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოს მთავრობის წევრების გარდა, აქტიურად არიან ჩართულები ბიზნესმენები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics