21:54 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-03 13:41:30, 722 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ელექტროენერგიის გაძვირების შემთხვევაში, თბილისში იგივე პოლიტიკა გატარდება, რაც რეგიონებში გატარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების შემთხვევაში, თბილისშიც იგივე პოლიტიკა გატარდება, რაც რეგიონებში გატარდა.

ამის შესახებ ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„იმ მსჯელობების მიხედვით, რაშიც მე მაქვს მონაწილეობა მიღებული, შემიძლია ვთქვა, რომ თბილისი მოიქცევა ანალოგიურად, სავარაუდოდ გაატარებს იმ პოლიტიკას, რა პოლიტიკაც გაატარა სახელმწიფომ რეგიონებთან მიმართებაში. მე ღრმად მწამს, რომ ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ განსხვავება. ჩვენი მოქალაქე არის ჩვენი მოქალაქე და ყველა მოქალაქის მიმართ ჩვენ ერთი და იგივე პოლიტიკა უნდა გვქონდეს ",- განაცხადა ქუმსიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია  „თელასის“ ტარიფთან დაკავშირებით დღეს საჯარო სხდომას გამართავს.

სემეკმა სს "თელასისთვის" ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფები უნდა დაადგინოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics