|
2020-07-14 12:40:34, 4027 ნახვა
კომენტარი
რომან გოცირიძის განცხადებით, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში“ შესატანი ცვლილებები კონსტიტუციას ეწინააღმდეგება
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში“ შესატან ცვლილებები კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. მისი თქმით, მსგავსი ექსტრემალური ზომების მიღება საგანგებო მდგომარეობის პირობებში მხოლოდ პარლამენტის ნებართვითაა დასაშვები. „მთავრობა და „ქართული ოცნება“ აკეთებს დემგოგიურ განცხადებებს იმის თაობაზე, თითქოსდა საგანგებო მდგომარეობით მინიჭებული უფლებებით აღჭურვა საჭირო არის პანდემიასთან ბრძოლისათვის. სინამდვილეში, ასეთი ექსტრემალური ზომების მიღება დასაშვებია მხოლოდ და მხოლოდ საგანგებო მდგომრეობის პირობებში პარლამენტის ნებართვით და ნებისმიერი მსგავსი უფლებების დელეგირება მთავრობისათვის, პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. არჩევნების ჩატარება მთავრობისათვის ამ უფლებების ქონის პირობებში გააჩენს სერიოზულ ეჭვს მისი სამართლიანად და თავისუფლად ჩატარების თვალსაზრისით“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტი დღეს განიხილავს „საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში“ შესატან ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, მთავრობას ექნება იმის უფლება ,რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებები დააწესოს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)