|
2020-07-11 13:56:28, 4812 ნახვა
რეგიონი
ფანჩატურები, საქანელები, ჰამაკები - მთიან აჭარაში საპიკნიკე ზონები მოეწყობა
აჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანაჭარაში, ტურისტულ მარშრუტებზე საპიკნიკე ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს. ავთენტური და ეკოლოგიური მასალებით დამზადებულ საპიკნიკე ზონის მოწყობა ჩირუხის ალპურ ტურისტულ მარშრუტზე იგეგმება, რომელიც საშუალებას მისცემს მოგზაურებს ღია სივრცეში, ბიომრავალფეროვან და ავთენტურ გარემოში განიტვირთონ, დაისვენონ და ულამაზესი პანორამული ხედებით დატკბენ. ზღვის დონიდან 2,148 მ სიმაღლეზე განთავსებული საპიკნიკე ინფრასტრუქტურა თავისი ჰამაკებით, საქანელებითა და ფანჩატურებით საზაფხულო იაილებზე ტურისტებისთვის რეკრეაციული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, მცირე მოსასვენებელი ზონა მოეწყობა ხელვაჩაურსა და ქობულეთშიც. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია გვქონდეს, რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული ზონა მთიანაჭარაში არსებულ ტურისტულ მარშრუტებზე. ამ ეტაპზე, პრიორიტეტი მიენიჭა უკვე მარკირებულ ტურისტულ მარშრუტებს, თუმცა სამომავლოდ საპიკნიკე ზონების მოწყობას ახალ ტურისტულ მიმართულებებზეც განვახორციელებთ. პირველ რიგში გვსურს ამით კომფორტული გარემო შევუქმნათ ჩვენს მოგზაურებს, რომლებიც აჭარის ულამაზესი ბუნებისა და ტურისტული ღირსშესანიშნაოებების მონახულებას დააპირებენ. რაც შეეხება უშუალოდ ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ტურისტულ მარშრუტს ის საინტერესო მიმართულებაა სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებისა და მოლაშქრეებისთვის. ულამაზესი ტბებით, ჩანჩქერებითა და კულტურული ღირსშესანიშნაობებით მდიდარი მარშრუტი, რომელიც ძირითადად საზაფხულო იაილებზე გადის, სრულადაა მარკირებული და მას უკვე საპიკნიკე ინფრასტრუქტურაც შეემატება“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლელა გოგუაძემ. ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ტურისტულ მარშრუტზე მდებარეობს ჩირუხის მთაც, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ტურისტული მიზიდულობის ცენტრის შექმნას გეგმავს. მთის ტურისტული განვითარების კონცეფცია, რომელიც ახალი ტურისტული პროდუქტისა და ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს, დამუშავების ბოლო ეტაპზეა და მალე საჯარო იქნება.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)