|
2020-07-09 13:04:46, 3448 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ FTSE4Good ინდექსში გაწევრიანდა
„თიბისი“ ბანკის ჯგუფი (PLC) FTSE4Good ინდექსის სერიებში გაწევრიანდა. FTSE4Good-ი მდგრადი ინვესტირების გლობალური ინდექსია, რომელიც იმ კომპანიების ინდენტიფიცირებას ახდენს, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებით ძლიერ გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობის პრაქტიკას ავლენენ. „მოხარული ვარ, რომ თიბისი FTSE4Good ინდექსში მოხვდა, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს დამოკიდებულებას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისადმი. თიბისი საქართველოში უდიდესი ფინანსური ინსტიტუტია, ჩვენ ვცდილობთ, რომ მაგალითი მივცეთ სხვა კომპანიებსაც. სერიოზულად ვეკიდებით ჩვენს პასუხისმგებლობას საზოგადოების და გარემოს წინაშე, რათა ყველა ჩართულ მხარესთან პირნათელი და ანგარიშვალდებული ვიყოთ“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, „თიბისის“ გენერალურმა დირექტორმა. FTSE4Good ინდექსის სერიები საერთაშორისო სარეიტინგო ინდექსია, რომელიც თანამედროვე კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი როლს ასრულებს. იგი ორგანიზაციებს თავიანთი გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობით პრაქტიკების მიხედვით ზომავს და ინდექსს ანიჭებს. გამჭირვალე მენეჯმენტი და მკაფიოდ განსაზღვრული გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკა ის კრიტერიუმებია, რომელიც კომპანიების საინვეტიციო პოტენციალს განსაზღვრავს. კომპანიები FTSE4Good ინდექსს ძირითადად შემდეგი მიმართულებით იყენებენ: ისეთი ფინანსური პროდუქტების შესაქმნელად, რომლებიც ფოკუსირებულია მდგრად ინვეტიციებზე, სხვა გარემოსდაცვითი და სოციალურად მდგრადი კომპანიების აღმოსაჩენად და მდგრადი ინვესტიის პორტფელების შესადარებლად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)