|
2020-07-07 15:05:29, 2032 ნახვა
სამართალი
ბორცვაძე - თუ დადასტურდება, რომ რომელიმე მოწმემ მართლმსაჯულების ხელის შეშლის მიზნით, არასწორი ჩვენება მისცა, ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, თუ რა რეაგირება მოჰყვება გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩვენებების შეცვლას და აღნიშნა, რომ ამ საკითხს შესწავლა სჭირდება. „გიდასტურებთ, რომ გარკვეული წინააღმდეგობები ჩვენებებში არის, მაგრამ ეს საგამოძიებო მოქმედებებით უნდა იქნას შესწავლილი და შეფასდეს. თუ დადასტურდება, რომ რომელიმე მოწმემ შეგნებულად, მართლმსაჯულების ხელის შეშლის მიზნით მისცა არასწორი ჩვენება, ბუნებრივია, ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ, მაგრამ, აქ გასამიჯნია კონკრეტული - ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური, ამ ფაქტორსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. გასამიჯნია ეს სხვაობები ჩვენებებს შორის. რა თქმა უნდა, მე არავის ხელს არ დავაფარებ არც ერთ საქმეზე.თუ არის შეგნებულად, მართლმსაჯულების ხელის შეშლის მიზნით განხორციელებული, რა თქმა უნდა, ამას შესწავლა სჭირდება და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)