|
2020-07-06 23:00:25, 2050 ნახვა
სამართალი
ძიუდოისტების ადვოკატი - ჩემი აზრით, უკვე გარდაცვლილი შაქარაშვილი წყლის ფსკერზე დაამაგრეს
„ჩემი აზრით,უკვე გარდაცვლილი შაქარაშვილი წყლის ფსკერზე დაამაგრეს“ , - ამის შესახებ 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულის, ძიუდოისტ გიგა ტატიაშვილის ადვოკატმა, გიორგი ყიფშიძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს, რომ გარდაცვლილი ფეხბურთელი წყალში პოვნიდან წინა დღეს მოეთავსებინათ. „ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანური ფაქტორი არის მაპროვოცირებელი მისი გარდაცვალების. ეს ადამიანი იმყოფებოდა მდორე წყალში ამდენი ხნის განმავლობაში და შესაბამისად, არც დინებას, არც წყალს არანაირი მკვეთრი ზემოქმედება არ მოუხდენია. ხომ შეეძლო მაგალითად, რომ წაეღო. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ცხედარი ჩადეს ამ წყალში და არ გამოვრიცხავ იმას, რომ დაამაგრეს წყლის ფსკერზე, რომ დროზე ადრე ზემოთ არ ამოტივტივებულიყო. ყველა მასალით, რომელიც მოვიპოვეთ, ცალსახად ჩანს, რომ როცა ადამიანი წყალში იხრჩობა, 24 საათის განმავლობაში აუცილებლად უნდა ამოტივტივდეს, ამ ადამიანს კი, 4 დღე ეძებდნენ. აქ მეორე ვერსიაც შეიძლება იყოს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს ადამიანი სადმე სხვაგან ჰყავდათ, შემდეგ ცხედარი მოიტანეს და წინა დღით ან ორი დღით ადრე წყალში მოათავსეს“ , - განაცხადა ადვოკატმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)