|
2020-07-02 12:49:02, 5941 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ამომრჩეველთა თითქმის 78%-მა დაუჭირა მხარი
რუსეთში მხარი დაუჭირეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც საშუალებას მისცემს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომ ხელისუფლებაში კიდევ ორი ვადით დარჩეს. Associated Press-ის ცნობით, ცვლილებებს ამომრჩეველთა თითქმის 78 პროცენტმა დაუჭირა მხარი. Associated Press წერს, რომ კრემლის კრიტიკოსების თქმით, ხმის მიცემა გაყალბდა. „რუსეთში დაფიქსირდა ხმების გაყალბების შემთხვევა, გამოცხადებულ შედეგს არაფერი აქვს საერთო ხალხის აზრთან“, - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი „ფეისბუქზე“. აღსანიშნავია ისიც, რომ მანამდე პუტინმა ოფიციალურად განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი 2024 წლამდე იქნებოდა, მაგრამ მოგვიანები საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება დაიწყო. ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები პუტინს საშუალებას მისცემს, რომ თანამდებობაზე 2036 წლამდე დარჩეს. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი, კაგებეს ყოფილი აგენტი, ხელისუფლებაში მოვიდა 1990-იანი წლების ბოლოდან, ჯერ რუსეთის პრეზიდენტად, შემდეგ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მანამ, სანამ 2012 წელს პრეზიდენტა არ აირჩიეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)