|
2020-06-30 17:15:06, 4248 ნახვა
კომენტარი
რატი იონათამიშვილი რომან გოცირიძეს - არჩევნებში ნულოვანი მხარდაჭერა გექნებათ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს რადიკალური და პრორუსული ოპოზიციის ტერმინები განუმარტა. „რადიკალური ოპოზიციის განმარტება არის ძალიან მარტივი - როდესაც პარლამენტის შენობაში, პლენარულ სხდომათა დარბაზში, კენჭი ეყრება საკონსტიტუციო ცვლილებებს და შენ ირჩევ პარლამენტის გარეთ აქციას, შენ ხარ რადიკალური ოპოზიცია. უფრო მეტიც, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის შესახებ ანგარიშზე ამბობ, რომ ცდება; როდესაც სტრასბურგის ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ამბობ, რომ ცდება; როდესაც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაზე ამბობს, რომ ცდება - ეს უკვე პროპუსული ოპოზიციაა. ერთი კლიშეც და მეორე კლიშეც თქვენ თავად „აკიდეთ" საკუთარ თავს და ამის შედეგები სიებში კი არა, პროპორციულად ზუსტად არჩევნების შედეგებშია, სადაც თქვენ ნულოვანი მხარდაჭერა გექნებათ", - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)