|
2020-06-30 14:06:54, 4441 ნახვა
კომენტარი
ელიზაბეთ რუდი - საქართველოს ყოველთვის ექნება განსაკუთრებული ადგილი ჩემს გულში
საქართველოს ყოველთვის ექნება განსაკუთრებული ადგილი ჩემს გულში, - ამის შესახებ აშშ-ს წარმომადგენელი საქართველოში, ელიზაბეთ რუდი გამოსამშვიდობებელ ვიდეომიმართვაშია აცხადებს. მისივე თქმით, აშშ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მომდევნო თვეების განმავლობაში. „ძალისხმევა არ დავიშურე, რომ საქართველოს თითოეული კუთხე მომენახულებინა. გამაოცა საქართველოს მთების, ტყეებისა და მდინარეების სილამაზემ, ვნახე მზის ჩასვლა შავი ზღვის სანაპიროზე ბათუმში და მოვისმინე ბულბულის გალობა ვაშლოვანის სტეპში. შემიყვარდა უძველესი მელოდიები, რომლებიც საქართველოს ტრადიციების სიმბოლოა და ახალი სიმღერები რომლებიც მის ენერგიულ აწმყოს განასახიერებს. ყველაზე მეტად კი, მემახსოვრება ქართველი ხალხის სითბო და სიკეთე, საქართველოს ყოველთვის ექნება განსაკუთრებული ადგილი ჩემს გულში. გულწრფელად გისურვებთ ჯანმრთელობას, ერთიანობასა და სამართლებრივ დემოკრატიულ მომავალს“, - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა. ცნობისთვის, ელისაბეთ რუდი აშშ-ს წარმომადგენელი საქართველოში სამი წლის განმავლობაში იყო.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)