02:48 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-30 12:26:18, 2435 ნახვა

სამართალი
შაქარაშვილის საქმის მოწმის ადვოკატი - ექსპერტის განცხადებამ, გამიჩინა ეჭვი, რომ ეს არის მკვლელობა

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ვახო ახვლედიანის ადვოკატის, მზია ქასრაშვილის განცხადებით, შესაძლოა, გიორგი შაქარაშვილი მართლაც მოკლეს.

როგორც ადვოკატი აცხადებს, შემთხვევის ადგილზე მყოფმა ვახო ახვლედიანმა დაინახა, როგორ მისდევდა რამდენიმე პირი გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილს.

„დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა, რომ გიორგი შაქარაშვილს მიყენებული აქვს ბლაგვი ნივთის მსგავსი საგნით დარტყმა. ამან გამიჩინა ეჭვი, რომ ეს არის მკვლელობა. არ ვიცით, რას დაადგენს ექსპერტიზა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ყვება, რომ როდესაც ისინი გამორბიან, პირველი მირბის შაქარაშვილი, შემდეგ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და შემდეგ ამირხანაშვილი. გიორგი შაქარაშვილი სწრაფი ნაბიჯებით პირდაპირი მიმართულებით მიდის. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ სადაც ვიპოვე ბეტონის ფილა ჩავჭერი გზა, იქვე ჩავედიო. ვახო ახვლედიანი ამბობს, რომ მათ მისდევდნენ და თავის გადასარჩენად მირბოდნენ ეს ბიჭები. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მთლიანად დაჩხაპნილი ბუჩქებითა და ეკლებით. ის ამბობს, რომ დამალული იყო 30-35 წუთი“, - განაცხადა მზია ქასრაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. საქმეში თავიდანვე ჩაერთო პოლიცია და სამაშველო სამსახური. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავა და ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შუეფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics