13:00 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-30 11:23:09, 11407 ნახვა

სხვადასხვა
დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში,  იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო.

პროგრამის მიზანს დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა და მათი შემოსავლის ზრდა წარმოადგენს. 

საგრანტო პროგრამა  სამიზნე რეგიონებში მცხოვრები დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე  240 კვ.მ ზომის სათბურის მოწყობას ითვალისწინებს.  ჯამში, 15 პროექტი  დაფინანსდება და პრიორიტეტი ე.წ საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს მიენიჭებათ. 

„სასათბურე მეურნეობების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა“ სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კონტრაქტორი პროექტის „ზრდა საქართველოში“ ფინანსური რესურსების გაერთიანებით ხორციელდება და გრანტის მაქსიმალური ოდენობა 14 000 ლარს შეადგენს. 

პროგრამაში მონაწილეობის მსურველი დევნილებისა და ეკომიგრანტების საგრანტო განაცხადების მიღება 30 ივნისიდან დაიწყო და  30 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

საგრანტო განაცხადები და თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად,  „ზრდას“ ოფისებში, შემდეგ მისამართებზე მიიღება:

•             ქ. თბილისი, ნ.რამიშვილის ქუჩა, I ჩიხი N9;

•             ქ. გორი,   სტალინის ქ. N 27/1;

•             ქ. მარნეული, რუსთაველის ქ. N 48;

•             ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. N3;

•             ქ. ახალციხე, წმინდა დავით და კონსტანტინეს ქ.N21ა.    

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ განთავსებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://www.moh.gov.ge/ka/news/5257/





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივეს
EU-ის საელჩო ადასტურებს ფორმულას ინფორმაციას, რომ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივა
ცხინვალის რეგიონში მიმდინარეობს რუსი პროპაგანდისტის ძებნა, რომელიც მდინარე ლიახვში ჩავარდა
ზელენსკი „ასოცირებული წევრობის“ იდეას უსამართლოდ მიიჩნევს - Reuters
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics