|
2015-08-31 14:28:16, 429 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი: ბოიკოტის აზრს ვერ ვხედავ პარტიებისგან, რომლებსაც არჩევნებში არავითარი პერსპექტივა არ აქვთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მხრიდან შუალედური არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადების აზრს ვერ ხედავს. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ბოიიკოტი გარკვეული პოლიტიკური დესტაბილიზაციის მიზანს ისახავს. "ბოიკოტი აზრს ვერ ვხედავ იმ პარტიებისგან, რომელსაც არავითარი პერსპექტივა არ აქვთ არჩევნებში რაიმე წარმატება მოიპოვონ, ეს ერთი, ნაციონალურ მოძრაობაზე აყოლილი პარტიების ჯგუფია, ადრეც მათი სატელიტები. რასაკვირველია, ეს მხოლოდ ბოიკოტის თემას არ ემსახურება, ეს რაღაც გარკვეული პოლიტიკური დესტაბილიზაციის მიზანს ისახავს, მაგრამ ამ პარტიებით არ მთავრდება პარტიული ცხოვრება.არის სხვა პარტიებიც, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ. არიან არასამათავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სხვანაირად ფიქრობენ, ვიდრე სხვა ჯგუფი. ასე რომ, პოლიტიკური სპექტრი მხოლოდ ამ პოლიტიკური პარტიებით არ განისაზღვრება. ირმა ინაშვილისგან ჯერ თავისი პროგრამა და მიზნები არ მომისმენია, მაგრამ ვფიქრობ გარკვეული დასკვნის გაკეთება შეიძლება. არის პარტიები, არა მარტო ირმა ინაშვილის, რომლებიც შეიძლება მონაწილეობას არ ღებულობენ, მაგრამ არც ბოიკოტს არ უერთდებიან. აუცილებელი არ არის, რომ მონაწილეობა იყოს მხოლოდ იმის დამადასტურებელი, რომ ბოიკოტს არ უერთდება. ვნახოთ კიდევ დრო გვიჩვენებს",-განაცხადა გია ვოსლკიმ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)