|
2020-06-27 13:26:17, 4140 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე აშშ-ის თავდაცვის აქტზე - დარწმუნებული ვარ, ეს ინიცირება ასახვას ვერ ჰპოვებს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ აშშ-ის თავდაცვის აქტის შესწორების ინიცირება ასახვას ვერ ჰპოვებს. მდინარაძის განცხადებით, ამისთვის სხვადასხვა მიზეზი არსებობს. „დარწმუნებული ვარ, ეს ინიცირება ვერ ჰპოვებს ასახვას შესაბამის გადაწყვეტილებაში. იმიტომ სხვადასხვა მიზეზი არსებობს, ეს, როგორც ხშირად ხდება ხოლმე ამ ბოლო დროს, შეიძლება იყოს ცალკეულ შემთხვევებში არასწორი ინფორმაცია, ვიღაცის სტაფერის სუბიექტური დამოკიდებულება, რომელზეც ვნახეთ თავად კონგრესმენების განმარტებები, რომ იყო სტაფერის შედგენილი და შეიძლება, უბრალოდ, საკანონმდებლო პროცედურები არ იძლეოდეს საშუალებას, რომ სწრაფ დროში მსგავსი ინიცირება ასახული იყოს გადაწყვეტილებაში. ჩვენ უკვე ორშაბათს პროცესს დავასრულებთ, ყველა პირობა შევასრულეთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტში ცვლილებები შედის, ცვლილებები სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ჯეიმს რიშმა წარმოადგინა. ცვლილებებში ვკითხულობთ, რომ საქართველოსთან ურთიერთობა იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ ქვეყანა აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს. დოკუმენტში საუბარია 8 მარტის შეთანხმებაზე და იმაზე, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეშია.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)