|
2020-06-27 13:04:05, 2174 ნახვა
სამართალი
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ მორაგბეს, არჩილ გაგნიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ მორაგბეს, არჩილ გაგნიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. გაგნიძე ბრალი სსკ-ის 143-ე და 225-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. გაგნიძის ადვოკატი, ბექა ნემსიწვერიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ეთანხმება დადგენილებაში მითითებულ გარემოებებს. ის ჩავიდა მცხეთაში, თუმცა, სულ სხვა მიზნით. მას არცერთ კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია", - განაცხადა ბექა ნემსიწვერიძე.. შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შსს-მ მიმართა. შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად წყალში იპოვეს. გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)