|
2020-06-26 10:51:51, 1552 ნახვა
სამართალი
ყაჩაღობაში ბრალდებულებს 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბათუმის რაიონული პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, დიდი ოდენობით და ბინაში უკანონო შეღწევით ყაჩაღობაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სამივე ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. „სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2019 წლის 22 სექტემბერს, ქ. ბათუმში თ.ე.-მ, მ.ე.-მ და ა.ხ.-მ მოტყუებით, ჯგუფურად შეაღწიეს ო.ყ.-ს საცხოვრებელ ბინაში, თავს დაესხნენ დაზარალებულს, რა დროსაც სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაეუფლნენ ო.ყ.-ს კუთვნილ თანხას, სხვადასხვა დასახელების ოქროს ნაკეთობებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულს დიდი ოდენობით, 35 000 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. სამართალდამცველებმა თ.ე. და მ.ე. 2019 წლის 25 სექტემბერს ქ.ბათუმში, ხოლო ა.ხ. 2019 წლის 27 ოქტომბერს, ქ. თბილისში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით, ბინაში უკანონო შეღწევით) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)