|
2020-06-25 18:15:32, 1703 ნახვა
სამართალი
საძაგლიშვილი - ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ, რომ გიორგი რურუას უკანონო პატიმრობა დასრულდეს
ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ, რომ გიორგი რურუას უკანონო პატიმრობა დასრულდეს , - ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა მფლობელის გიორგი რურუას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ დაიკითხება პოლიციის ორი თანამშრომელი და არსებულ ვიდეო მასალას ჩართავენ პროცესში. „დაიკითხება პოლიციის ორი თანამშრომელი და ასევე მოხდება საქმეში არსებული ვიდეო მასალის გამოკვლევა, რომელიც უტყუარად ადასტურებს პოლიციელთა მხრიდან დანაშაულის ჩადენას, როდესაც მათ გიორგი რურუას საკნიდან აიღეს ნივთები და გააყალბეს საპროცესო დოკუმენტები და ასევე აუდიო ჩანაწერის გამოკვლევა, რომლითაც უტყუარად დასტურდება, რომ გამომძიებელმა უბრალოდ მოატყუა ადვოკატი, როდესაც შეუთანხმდა ორშაბათს ციხეში ერთად შესვლაზე და სინამდვილეში პარასკევს ჩუმად შევიდა ციხეში, რომ საპროცესო საგამოძიებო მოქმედებაში არ მიეღო ადვოკატს მონაწილეობა. ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ და ყოველ ჯერზე მოვითხოვთ გიორგი რურუას უკანონო პატიმრობის დასრულებას. საფუძველი არის ის, რომ პროცესი გადის ბოლოში, დაკითხულია არა მხოლოდ ბრალდების მხარის, არამედ დაცვის მხარის მოწმეთა მნიშვნელოვანი ნაწილიც იქნა დაკითხული და ამიტომ, აღარ არსებობს მისი პატიმრობაში ყოფნის საფუძველი“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა. შეგახსნებთ, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მფლობელი გიორგი რურუას გათავისუფლება მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)