21:24 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-24 17:00:17, 1907 ნახვა

ეკონომიკა
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო - 24 ივნისის მდგომარეობით, კომპენსაციის მიმღები 149 747 თვითდასაქმებული პირი დარეგისტრირდა

24 ივნისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 149 747 პირი. მათგან 93 867 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 28160 000 ლარი.

რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 90 775 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 18 151 000 ლარს. თანხები ეტაპობრივად ირიცხება.

კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კომპენსაციების მიმღები პირების რეგისტრაცია 15 მაისიდან დაიწყო და პირველ ივლისამდე გაგრძელდება.

კომპენსაციების მიმღებთა რეგისტრაცია შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე https://www.moh.gov.ge/, სადაც კომპენსაციის მიმღები პირები სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით დარეგისტრირდებიან. ელექტრონულ სისტემაში შესასვლელად რეგისტრაცია შესაძლებელია აღნიშნულ ბმულზე https://compensation.moh.gov.ge/.

პორტალზე რეგისტრაციის ვალდებულება მხოლოდ თვითდასაქმებულებს გააჩნიათ. დაქირავებით დასაქმებულებს, აღნიშნული რეგისტრაციის გავლის ვალდებულება არ აქვთ.

განაცხადებს განიხილავს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში არსებული სამუშაო ჯგუფი და გადაწყვეტილებას იღებს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია. კომპენსაციის გადარიცხვა მოხდება კომიიის გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

იმ პირებს, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია, შეუძლიათ მიმართონ დასაქმების სააგენტოს ან/და სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს და ადგილზე წარმომადგენლები დაეხმარებიან რეგისტრაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics