21:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-23 10:35:22, 1569 ნახვა

ეკონომიკა
თვალაბეიშვილი - მზად ვართ გამოვნახოთ იმგვარი კომპრომისი, რომ შესაძლებელი იყოს „ფრონტერას" მიერ არსებულ საბადოებზე გარკვეული პირობებით მუშაობის გაგრძელება

„მზად ვართ გამოვნახოთ იმგვარი კომპრომისი, რომ შესაძლებელი იყოს „ფრონტერას" მიერ არსებულ საბადოებზე გარკვეული პირობებით მუშაობის გაგრძელება, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან გარანტიების მიღებით“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა განაცხადა.

„ორი თვის წინ დასრულდა დავა საერთაშორისო არბიტრაჟში საქართველოსა და კომპანია „ფრონტერას" შორის და ყველა მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ქართულმა მხარემ დააყენა, პოზიტიური გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მისი მიღების შემდეგ დარჩა გარკვეული კითხვები, როგორც კომპანია „ფრონტერას", ასევე ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან. მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ მზად ვართ ეს საკითხები გავიაროთ კომპანიასთან და ვეცადოთ, გამოვნახოთ იმგვარი კომპრომისი, რომ შესაძლებელი იყოს კომპანია „ფრონტერას" მიერ არსებულ საბადოებზე გარკვეული პირობებით მუშაობის გაგრძელება, რა თქმა უნდა, მისი მხრიდან შესაბამისი გარანტიის მიღებით. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მოვუწოდებთ კომპანია „ფრონტერას", რომ შეხვედრა შედგეს, რათა ეს საკითხები განვიხილოთ ", - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 17 აპრილს, საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, ერთის მხრივ, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა" და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, ხოლო მეორეს მხრივ,  „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენსა" და „ფრონტერა აშშ-ის" შორის წარმოშობილ სადავო საკითხებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელიც 1997 წლის 25 ივნისის პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ კონტრაქტიდან გამომდინარეობს. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მხარი დაუჭირა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა" და სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ კონტრაქტის ნორმათა ინტერპრეტაციას და მათი სასარჩელო მოთხოვნების აბსოლუტური უმრავლესობა დააკმაყოფილა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics