02:47 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-22 15:15:55, 2032 ნახვა

სამართალი
გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქმეზე მცხეთის სამმართველოში მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს

მცხეთის პოლიციის სამმართველოში იმ პირების გამოკითხვა მიმდინარეობს, ვინც 18 ივლისს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილთან ერთად დაბადების დღეზე იმყოფებოდა. 
4-დღი­ა­ნი უწყვე­ტი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად მყვინ­თა­ვებ­მა 19 წლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს.
18 ივნისს გიორგი შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად, აგარეკზე დაბადების დღის აღსანიშნავად იმყოფებოდა. როგორც გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ სოფრაზე წარმოიქმნა კონფლიქტი, რის გამოც გიორგი შაქარაშვილმა და მისმა მეგობარმა აგარაკი დატოვეს. 
სახლიდან სადაც გიორგი შაქარაშვილს და მის მეგობრებს ჰქონდათ ნაქირავები ამოღებულია მტკიცებულებები. 
ტელეკომპანია "პირველი" გარდაცვლილი სპორტსმენის მეგობრებზე დაყრდნობით, ავრცელებს ცნობას, რომ საქმეზე მთავარ მოწმეს გურამ ამირხანაშვილს ხელებზე და ფეხებზე დაზიანებები აღენიშნება. 
პოლიციამ სადაც გიორგის კვალი იკარგება ყველა სათვალთვალო კამერა ამოიღო, სამართალდამცველებმა გამოკითხეს მძღოლები, რომლებიც არაგვის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.19 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 11 სა­ათ­ზე გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. ცნო­ბი­ლია, რომ ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლი წვე­უ­ლე­ბა­ზე მცხე­თა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც ჩხუ­ბი მოხ­და. იმ ღა­მის შემ­დეგ იკარ­გე­ბა შა­ქა­რაშ­ვი­ლის კვა­ლი.შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 143-ე მუხ­ლით არის და­წყე­ბუ­ლი, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს, თუმ­ცა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მუხ­ლი გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დე­ბა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics