20:32 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-18 16:09:13, 2430 ნახვა

მსოფლიო
ბრაზილია კორონავირუსით გარდაცვალების სტატისტიკურად რეკორდულ მაჩვენებელს აქვეყნებს

ბრაზილია, ქვეყანაში არსებულ სტატისტიკურ მონაცემებთან შედარებით  კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდულად დიდ მაჩვენებელს აღწევს. ბოლო 24 საათის განმავლობაში 1 282 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით, ხოლო ინფიცირების 34 918 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ როდესაც ქვეყნის ერთ-ერთმა მაღალ ჩინოსანმა განცხადება გააკეთა სადაც ირწმუნებოდა, რომ ვირუსის გავრცელება კონტროლირებადი იყო. 
ვირუსის გავრცელების მსოფლიოს ნომერი მეორე ცხელი წერტილია და პირველ ადგილს უახლოვდება, რომელზეც ამ დროისთვის აშშ იმყოფება 1 მილიონი ინფიცირებულით. თუმცა ექსპერტების აზრით აშშ-ში ინფიცირებულთა რაოდენობა ბევრად მეტია ვიდრე 1 მილიონი, რომელიც პაჩინგის ტესტირების თანახმად დადგინდა. 
ბრაზილიამ ოფიციალურად 1 282 გარდაცვალების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რის შესახებაც კომენტარი ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა,
მისი თქმით, ბრაზილიაში გარდაცვალებულთა ჯამური რაოდენობა, 45 241, დიდ ბრიტანეთში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში გარდაცვლილთა რაოდენობას აღემატებოდა, რაც შესაბამისად არც ისე მაღალი მაჩვენებელია 212 მილიონიანი ქვეყნისთვის - განაცხადა ვოლტერ ბრაგა ნეტომ
"ჩვენ კრიზისის წინაშე ვდგავართ, თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებს, თუმცა ვირუსი კონტროლირებადია", - განაცხადა ბრაგა ნეტომ. ამის შესახებ ინფორმაციას, რიო-დე-ჟანეიროს კომერციული ასოციაციის ვებ გვერდზე ვკითხულობთ. 
ბრაგას განცხადებით მოსახლეობის და გარდაცვლილთა რაოდენობის თანაფარდობით ბრაზილიაში ეპიდვითარება არ არის საგანგაშო. თუ მოსახლეობის რაოდენობას გარდაცვლილთა რიცხვს შევადარებთ საფრანგეთი, ბელგია, ესპანეთი და იტალია ბევრად დაზარალდა ვიდრე ბრაზილია. 
"როგორც არმიის გენერალი ამბობს ვცდილობთ კრიზისის მენეჯმენტში პოზიტივის მესიჯი გავაგზავნოთ", - განაცხადა ბრეგამ
მისი ოპტიმიზმი არ გაიზიარა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა. 
ამერიკული ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორმა, კარისა ეტინემ ვაშინგტონის ვიდეო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბრაზილია უმთავრესი საზრუნავია. 
 ინფიცირებული  დაახლოებით 4 მილიონი ადამიანიდან მეოთხედი ლათინო ამერიკის უმსხვილესი ქვეყანაში, ბრაზილიაშია გარდაცვლილი. "ჩვენ ვერ ვხედავთ ინფექციის შენელებას",- განაცხადა კარისამ
ამერიკის ჯანდაცვის ორგანიზაცია ბრაზილიას სოციალური დისტანციის გაძლიერებისკენ და ეკონომიკის ხელახლა და ფრთხილად გახსნას ურჩევს. 
ბრაზილიის პრეზიდენტი ჯაირ ბოლისონარო დიდიხანია წინააღმდეგია სოციალური დისტანცირების გაზრდის და მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, ქვეყნის ეკონომიკა გაიხსნა ბარზილიის რამოდენიმე შტატში, დარჩენილ შტატებშიც ნელნელა იწყება ეკონომიკის სრული გახსნა. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics