21:33 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-18 13:34:22, 1767 ნახვა

ეკონომიკა
გეოგრაფიული აღნიშვნების ეტიკეტი ზრდის ფერმერების შემოსავლებს

გეოგრაფიული აღნიშვნები (Geographical Indications GIs) არის სამარკო ნიშანი, რომელიც გამოხატავს, ამა თუ იმ პროდუქტის გეოგრაფიულ წარმომავლობას და მასთან დაკავშირებულ ხარისხსა და რეპუტაციას.

გეოგრაფიული აღნიშვნები წარმოადგენს ე.წ სავაჭრო ნიშანს, რომლებიც ხაზს უსვამს იმ ქვეყნების ან კონკრეტული რეგიონების უნიკალურ ბუნებასა და წეს-ჩვეულებებს, რომელიც საჭიროა ამა თუ იმ პროდუქტის უნიკალური გემოვნური თვისებების მისაღებად. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO)  ხელშეკრულების თანახმად, გეოგრაფიულ აღნიშვნებს, როგორც სამარკო ნიშანს, მინიჭებული აქვს  ინტელექტუალური საკუთრების სტატუსი.

ბოლო წლების მანძილზე, FAO და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, (EBRD) საქართველოს მთავრობასთან ერთად, აქტიურად თანამშრომლობენ, რათა ტრადიციული ქართული მეთოდით დამზადებული პროდუქტებისთვის შეიქმნას გეოგრაფიული აღნიშვნები. მათი, როგორც სამარკო ნიშნის გამოყენება, საქართველოს საშუალებას მისცემს ფალსიფიცირებისგან დაიცვას ისეთი პროდუქტები როგორიცაა: სულუგუნი, თუშური გუდის ყველი ან ჩურჩხელა.

გეოგრაფიული აღნიშვნები, როგორც პროდუქტებისთვის მინიჭებული მაღალი ხარისხის სიმბოლო, მნიშვნელოვნად ზრდის ადგილობრივ დონეზე წარმოებული პროდუქტების ღირებულებას და მწარმოებელი ფერმერების შემოსავლებს. ამავდროულად, გეოგრაფიული ინდიკატორები იცავენ ადგილობრივ ტრადიციებსა და კულტურას, ბუნებრივ რესურსებსა და ბიომრავალფეროვნებას, შესაბამისად წარმოადგენენ გზას მდგრადი განვითარებისკენ. 

ქართული გეოგრაფიული აღნიშვნები მინიჭებული აქვს: ჭაჭას, ჩურჩხელას, ჩოგს, მაწონს, ტენილ ყველს, ქართულ ყველს, აჭარულ და მესხურ ჩეჩილ ყველს, მეგრულ და სვანურ სულგუნს, კობს, გუდას, თუშურ გუდას, იმერული ყველს, დამბალხაჭოს, მაჭახელას თაფლს, ახალქალაქის კარტოფილს, ტყიბულის მთის ჩაის და ქუთაისის მწვანილს.

ამ მომენტისათვის მსოფლიოში 8000-ზე მეტი გეოგრაფიული აღნიშვნით  რეგისტრირებული პროდუქტია, რომლებიც ყოველწლიურად 50 მილიარდი ევროს მოგებას ქმნიან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics