07:43 - 26 May, 2026
|
2020-06-17 17:24:47, 1393 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე კადიროვის მუქარაზე - საგარეო უწყება საერთაშორისო ასპარეზზე ჰიპერაქტიური უნდა იყოს, რათა მეგობარი ქვეყნები საქმის კურსში ჩავაყენოთ
გამოდი თუ ვაჟკაცი ხარ, აიღე პასუხისმგებლობა შენს თავზე და ისაუბრე ამ საკითხებზე, - ასე მიმართა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას რამზან კადიროვის მუქარასთან დაკავშირებით. მისი თქმით, საგარეო უწყება უნდა იყოს ჰიპერაქტიური საერთაშორისო ასპარეზზე. „საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ წყალ-წყალა განცხადებებს კი არ უნდა აკეთებდეს, ახლა საერთაშორისო ასპარეზზე უნდა იყოს ჰიპერაქტიური, რათა ჩვენ მეგობარი ქვეყნები ჩავაყენოთ საქმის კურსში. დასავლეთს აქვს გამოცდილება მსგავს შემთხვევებში. გახარია, რომელიც ემალება ამ საქმეს, მე მშიშარა პრემიერ-მინისტრი არაფერში არ მჭირდება. გამოდი თუ ვაჟკაცი ხარ, აიღე პასუხისმგებლობა შენს თავზე და ისაუბრე ამ საკითხებზე“, - განაცხადა გიორგი ვასაძემ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)