|
2020-06-14 16:12:31, 8116 ნახვა
სამხედრო
ტერიტორიულ რეზერვისტთა შეკრება საზაფხულო სწავლებით განახლდა
ტერიტორიულ რეზერვისტთა საზაფხულო შეკრება საველე ბანაკ პალდოს სასროლეთზე მე-20 კადრირებული ბრიგადის 202-ე ბატალიონის რეზერვისტთა პირადი შემადგენლობის გეგმიური სწავლებით განახლდა. საზაფხულო შეკრება ტერიტორიულ რეზერვისტთა ინდივიდუალური მომზადების ფაზის ბოლო ეტაპი იყო და საბრძოლო სროლებს მოიცავდა. ტერიტორიულ რეზერვისტებს წლის განმავლობაში საერთო ჯამში 45 დღე უწევთ შეკრება და მომზადების გავლა. რეზერვისტებს სამუშაო ადგილი უნარჩუნდებათ და სამსახურის პერიოდი შრომის საერთო სტაჟში ეთვლებათ. რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 5-წლიანი კონტრაქტი უფორმდებათ და მათი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%-ს შეადგენს. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის შემდეგ კი, რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ. საერთო ჯამში, რიგითი რეზერვისტის საშუალო ანაზღაურება წლიურად ხელზე ასაღები 2700 ლარია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)