|
2020-06-14 11:38:04, 3366 ნახვა
მსოფლიო
პოლიციამ პარიზში რასიზმის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
გუშინ, პარიზის ცენტრში რასიზმის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიის ცნობით, პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მიუხედავად იმისა, რომ მომიტინგეებს შეკრების უფლება ჰქონდათ, პოლიციამ ოპერისაკენ მსვლელობის უფლება არ მისცა. აქტივისტების ნაწილი პოლიციის წინააღმდეგ ბოთლებსა და ქვებს ისროდა. საპროტესტო აქციაში 2016 წელს საფრანგეთის პოლიციის მიერ დაკავებისას მოკლული ადამა ტრაორეს ოჯახის წევრებიც მონაწილეობდნენ. მომიტინგეებს შორის ადამას და, ასა ტრაორეც იმყოფებოდა, რომელიც მათ მოუწოდებდა „უარი ეთქვათ სოციალურ, რასობრივ, პოლიციურ ძალადობაზე“. „რაც ხდება შეერთებულ შტატებში, ხდება საფრანგეთშიც. ჩვენი ძმები კვდებიან“, - დასძინა ტრაორემ აქციაზე გამოსვლისას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)