|
2020-06-13 10:31:52, 1282 ნახვა
რეგიონი
მარნეულში ხორბლის სასელექციო-სადემონსტრაციო ღია კარის დღე გაიმართა
მარნეულის მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ლომთაგორა“ ორგანიზებით, ხორბლის სასელექციო-სადემონსტრაციო ღია კარის დღე „ლომთაგორა 2020“ გაიმართა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი ესწრებოდა. ღია კარის დღეზე წარმოდგენილი იყო როგორც მსოფლიოს საუკეთესო, სასელექციო 100-მდე სახეობის ხორბლის ჯიში, ისე ქართული ადგილობრივი სელექციისა და ენდემურ-აბორიგენული, გვალვაგამძლე და ვირუსების მიმართ გამძლე ჯიშები. ღონისძიების ფარგლებში, ხორბლის მოყვანის ახალი ტექნოლოგიის დემონსტრირება მოხდა. აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენება-დანერგვით, შესაძლებელი იქნება ქვეყნის საშუალო მოსავლიანობის 4-5 ტონა/ჰექტარზე გაზრდა. „სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ხორბლის წარმოების განვითარებისთვის. ჩვენი მიზანია, ქართველმა ფერმერებმა, რაც შეიძლება მეტი, ადგილზე წარმოებული ხარისხიანი ხორბლის თესლი მიიღონ“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ კომპანიის ნაკვეთებზე დათესილ ქართული ხორბლის ისეთ ენდემურ ჯიშებს, როგორებიცაა: შავფხა, მახა, თეთრი დიკა, შავი დიკა, ჩელტა ზანდური, გვაწა ზანდური, წითელი დოლი, კორბოულის დოლი და სხვა. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ კატალოგში ხორბლის ჯიში ,,ლომთაგორა 126“ შევიდა. წელს, ჯიშთა გამოცდას სარეგისტრაციოდ კიდევ 3 ჯიში გადაეცემა. ღია კარის დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, დარგის მეცნიერები და ფერმერები ესწრებოდნენ. შპს „ლომთაგორა“ 2013 წელს, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შეიქმნა. პროექტის დახმარებით აშენდა მარცვლეულის შესანახი საწყობი, რომლის მოცულობა 2 000 ტონას შეადგენს. მოეწყო თესლის გადამმუშავებელი ქარხანა, რომლის წარმადობა სეზონზე შეადგენს 5000 ტონას, რაც საშუალოდ, 20 000 ჰექტარზე დასათეს სერტიფიცირებული ხორბლის მასალას უზრუნველყოფს.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)