|
2020-06-12 14:16:20, 2154 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი - დღევანდელი ჯარი 10 წლის წინანდელი ჯარის მომზადების დონისგან რადიკალურად განსხვავდება და ბევრად ძლიერია
დღევანდელი ჯარი 10 წლის დინანდელი ჯარის მომზადების დონისგან რადიკალურად განსხვავდება, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, „მინისტრის ფორმატში“ წარდგენისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარეობს 10-წლიანი ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის შემუსავება. „დღეს შემიძლია, თამამად გითხრათ ძვირფასო დეპუტატებო, რომ დღევანდელი ჯარი 10 წლის წინანდელი ჯარის მომზადების დონისგან რადიკალურად განსხვავდება და ბევრად უფრო ძლიერია. თუმცა ჩვენი თავდაცვის ძალებიდან მისი შესაძლებლობების უფრო ეფექტური და თანმიმდევრული გაძლიერების მიზნით, მიმდინარეობს 10-წლიანი ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის შემუშავება. ეს იქნება თავდაცვის ძალების განვითარების გრძელვადიანი გეგმა, ამ დოკუმენტით მოხდება ჩვენი ქვეყნის მთლიანი რესურსის მობილიზაციის გზების, საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სხვა სამთავრობო უწყებების როლის განსაზღვრა მთავრობის ერთიანი და კოორდინირებული ძალისხმევის ფარგლებში”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)