00:19 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-11 10:58:32, 3261 ნახვა

ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით 1 ახალი პაციენტია მოთავსებული, რომლის მდგომარეობაც მძიმეა

თბილისის ინფექციური საადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში COVID-19-ის დიაგნოზით 1 ახალი პაციენტია მოთავსებული, რომლის მდგომარეობაც მძიმეა.

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, მათი კლინიკა გუშინ ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.

„ჩვენთან მოთავსებულია ერთი ახალი პაციენტი, რომელიც ასაკოვანი ქალბატონია. ის ძირითადად სახლში იყო, ხოლო ვირუსი ცხელების ცენტრში დაუდასტურდა.  

ჩვენს ცენტრში ამ ეტაპზე მკურნალობს 41 პაციენტი. გუშინ გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი და დატოვეს კლინიკა. ყველაზე მძიმე არის ახალი პაციენტი. მას აქვს ოთხი რისკის ფაქტორი. არის მაღალის ასაკის, არის თირკმლის ქრონიკული დაავადებით, აქვს შაქრიანი დიაბეტი და პარალელურად აქვს ჰიპერტონული დააავადებაც. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ფასდება, როგორც მძიმე ინტენსიური პაციენტი, რადგან ჟანგბადდამოკიდებულია. მას აქვს მძიმე პნევმონია. დაავადება ჩვენთან შემოსვლის შემდეგ პროგრესირებს და ვნახოთ დინამიკაში როგორ იქნება. ასევე გვრჩება კიდევ ერთიმ მძიმე პაციენტი, თუმცა მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო და მსუბუქი სიმძიმის“, - განაცხდა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics