|
2020-06-10 15:06:43, 1956 ნახვა
სამართალი
ვახტანგ გომელაურმა რუსთავში პოლიციის ახალი შენობა გახსნა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა რუსთავში პოლიციის ახალი შენობა გახსნა. ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დაესწრნენ. რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილების შენობის მშენებლობა საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში განხორციელდა. შენობა თანამედროვე სტანდარტებს სრულად შეესაბამება. პოლიციის განყოფილების ახალ შენობაში კრიმინალური პოლიციის 50-მდე თანამშრომელი იმუშავებს. შენობაში მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცე, დასაკითხი, ამოსაცნობი და ნივთმტკიცების ოთახები და სპორტული დარბაზი თანამშრომლებისთვის. პოლიციის ახალი შენობა სრულად ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის. შენობის დათვალიერების შემდეგ, ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს ქვემო ქართლის რეგიონის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრაზე მინისტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილა და დანაყოფების ხელმძღვანელებისგან რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ვახტანგ გომელაურმა მათ მადლობა გადაუხადა კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში აქტიური ჩართულობისთვის. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრი რეგიონში დანაშაულთან ბრძოლისა და პრევენციის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებსაც გაეცნო. მინისტრმა თანამშრომლებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა. ვახტანგ გომელაურმა მოინახულა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების რუსთავის ცენტრი და საპატრულო პოლიციის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს გაესაუბრა. შინაგან საქმეთა მინისტრი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე იმყოფებოდა და პირად შემადგენლობას შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)