|
2020-06-09 11:57:44, 2330 ნახვა
მსოფლიო
ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი - ცოტა ვიცეკვე, როდესაც მითხრეს, რომ ქვეყანას ვირუსის აქტიური შემთხვევები აღარ აქვს
ახალმა ზელანდიამ კოვიდ19-ის გამო დაწესბეული შეზღუდვები გააუქმა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში აქტიური შემთხვევები აღარ დაფიქსირდა. ადგილობრივი დროით ღამის 12:00 საათზე, ახალი ზელანდია ცხოვრების განსხვავებულ სტილს დაუბრინდა. ქვეყანაში დაწესდა ახალი წესები, რომლის მიხედვით, სოციალური დისტანციის დაცვა სავალდებულო აღარ იქნება. ასევე ქვეყანაში საზოგადოებრივი თავშეყრა დასაშვები იქნება. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი ზელანდიის საზღვრები უცხოელებისთვის კვლავ დახურული რჩება. ცნობისთვის, ახალ ზელანდიაში კოვიდ19-ის ახალი შემთხვევა ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ გამოვლენილა. ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან „ცოტა იცეკვა“, როდესაც უთხრეს, რომ ქვეყანას აღარ აქვს ვირუსის აქტიური შემთხვევები. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უფრო უსაფრთხო და ძლიერ მდგომარეობაში ვართ, ჯერ კიდევ არ არსებობს მარტივი გზა წინამორბედ ცხოვრებამდე, მაგრამ განსაზღვრება და ყურადღება გამახვილდა ჩვენს ჯანმრთელობაზე რეაგირებაზე. ახლა კი, ეკონომიკური აღმშენებლობის პირობებში გადავალთ”, - თქვა ქალბატონ არდერნმა. შეგახსნებთ, რომ ახალი ზელანდია კოვიდ19-ის გამო 25 მარტს ჩაიკეტა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)