|
2020-06-09 10:46:26, 2616 ნახვა
სამართალი
პოლიციამ ყვარელში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1964 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.თ. და 1972 წელს დაბადებული ი.ს. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ყვარელში, დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები, საბრძოლო ვაზნები, 1 მცირეკალიბრიანი შაშხანა და 2 სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს ს სკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)