|
2020-06-07 18:19:34, 3672 ნახვა
სამართალი
რომში გამართულ მასიურ აქციას, დემონსტრანტებს და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა
მასიური არეულობა მოჰყვა მემარჯვენე რადიკალებსა და პოლიციას შორის შაბათს, რომაულ ცირკთან, ხელისუფლების მიერ კორონავირუსის პანდემიის პირობებში დემონსტრაციული მიტინგების აკრძალვის მიზეზით. მაშნ, როდესაც მომიტინგეების ჯგუფმა უკმაყოფილების გამოხატვის მიზნით ინტერვიუს მიცემა გადაწყვიტა, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება გამწვავდა. ჟურნასლისტებს ბრალი ფაქტების დამახინჯებაში დასდეს. „ტერორისტი არიან ჟურნალისტები“ - ამ ფრაზას მომიტინგეების ნაწილი ყვიროდა, ნაწილი კი პოლიციელებს ბოთლებს და კვამლის ბომბებს ესროდნენ. ჯამში 15 მომიტინგე დააკავეს. აქციაში მონაწილეობა იტალიის ნეოფაშიტური მოძრაობა და „ულტრას“ ფეხბურთის გულშემატკივრები იღებდნენ. აქციის ორგანიზატორებმა მათ მოუწოდეს იმ ჩვეულებრივ მოქალაქეებს გვერდში დადგომოდნენ აქციაზე, რომლებმაც აღარ იციან ბავშვები რითი გამოკვებონ. ორგანიზატორები ირწმუნებოდნენ, რომ საპროტესტო აქცია მშვიდობიანი იქნებოდა და ძალადობას ადგილი არ ექნებოდა. ორი ათასამდე ადამიანისგან შექმნილ აქციაზე, არეულობის შემდგენ მხოლოდ რამოდენიმე დემონსტრანტი დარჩა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)