|
2020-06-06 13:32:44, 3657 ნახვა
სამართალი
ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საბჭოს სხდომებზე დასწრებისკენ მოუწოდებს და მოსაწვევს უგზავნის
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო ქადაგიძეს საბჭოს სხდომებზე დასწრებისკენ მოუწოდებს და შესაბამის მოსაწვევს უგზავნის. ჯანეზაშვილის თქმით, ნინო ქადაგიძე ორი თვეა რაც საბჭოს სხდომას არ დასწრებია. „მარტის თვეში აირჩია საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო ქადაგიძე, მაგრამ ამ დრომდე ქალბატონი ნინო სხდომებში მონაწილეობას არ იღებს. თუ მოსაწვევი სჭირდება იმისთვის ,რომ სხდომაზე მოვიდეს და არ ყოფნის ის ინფორმაცია, რომელიც საბჭოს ვებ გვერდზე ქვეყნდება, ან რომელსაც აპარატი უგზავნის, მე როგორც იუსტიციის საბჭოს ერთ-ერთი წევრი ვუგზავნი ამ მოსაწვევს“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძე 17 მარტს აირჩია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)