|
2020-06-06 09:52:04, 4035 ნახვა
მსოფლიო
ჯანმო - პირბადეს შეუძლია შექმნას „ბარიერი პოტენციური ინფექციური წვეთებისთვის“
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) შეცვალა რჩევა სახის ნიღბების შესახებ. ის მოქალაქეებს ურჩევს, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სახის ნიღბები ატარონ. გლობალურმა ორგანომ განაცხადა, რომ ახალმა მონაცემებმა აჩვენა, რომ პირბადეს შეუძლია შექმნას „ბარიერი პოტენციური ინფექციური წვეთებისთვის“. აღსანიშნავია ისიც, რომ WHO ადრე ამტკიცებდა, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ჯანმრთელმა ადამიანმა უნდა ატაროს ნიღაბი. ახლა იცვლება მონაცებები, რის საფუძველზეც WHO გასცემს რეკომენდაციას, რომ ნიღბები ჯანმრთელმა ადამიანებმაც ატარონ. ჯანმოს მთავარმა ექიმმა, მარია ვან კერხოვმა, „როიტერსს“ განუცხადა, რომ აქ საუბარია არა სამედიცინო ნიღაბზე, არამედ სტანდარტულ ნაჭრის ნიღაბზე. ცნობისთვის, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყანა რეკომენდაციას უკვე უწევს ან საზოგადოებას ავალდებულებს, რომ ნიღაბი ატარონ. მათ შორისაა საქართველოც.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)