10:11 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-05 13:11:43, 3430 ნახვა

კომენტარი
ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ჩაკეტილ შეიარაღებულ პირთან სამართალდამცველები მოლაპარაკებას აწარმოებენ

ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ჩაკეტილ შეიარაღებულ პირთან სამართალდამცველები მოლაპარაკებას აწარმოებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის, პიროვნება შეიარაღებულია და ჩაკეტილია საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე.

„ამ ეტაპისათვის, როგორც მოგეხსენებათ, პიროვნება არის შეიარაღებული, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში, ჩაკეტილია საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, საიდანაც მოახდინა რამოდენიმე გასროლა უმისამართოდ. სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი პერიმეტრზე, მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია, ასევე, დამატებით გაცნობებთ, რომ არავინაა დაშავებული და კონკრეტულად არავის მიმართ არ განუხორციელებია გასროლა. ოჯახის წევრები, შვილები, მეუღლე, არიან უსაფრთხო მდგომარეობაში. ამ ეტაპისათვის, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამ ადამიანთან, როგორც პირადად, ასევე სატელეფონო საუბრის მეშვეობით“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics