|
2020-06-05 11:55:29, 2896 ნახვა
კომენტარი
ფიქსირებული გადასახადის გადამხდელები მარტი-მაისის პერიოდში გადასახადის სახით თითოეულ ობიექტზე თვეში მხოლოდ ერთ ლარს გადაიხდიან
მორიგი შეღავათი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს - ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელებს, რომლებსაც ფაქტობრივად შეჩერებული ჰქონდათ ეკონომიკური საქმიანობა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უმცირდებათ გადასახადის მოცულობა და მარტი-მაისის პერიოდში გადასახადის სახით თითოეულ ობიექტზე თვეში მხოლოდ ერთ ლარს გადაიხდიან. აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის მიუხედავად, გადამხდელთა ნაწილმა საგადასახადო ორგანოს არ მიმართა შესაბამისი განცხადებით. ამის გამო, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელებს უწევდათ 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვეების საანგარიშო პერიოდებზეც შესაბამისი გადასახადის გადახდა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პერიოდებში მათ ეკონომიკური საქმიანობა ფაქტობრივად შეჩერებული ჰქონდათ. იმისთვის, რომ აღნიშნულ გადამხდელებს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არ შეექმნათ დამატებითი პრობლემები გადახდასთან დაკავშირებით, ცვლილებები შევიდა „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული #6 დანართში და ფიქსირებული გადასახადის განაკვეთად თითოეული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განისაზღვრა, ერთი ლარი 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვეების საანგარიშო პერიოდებში. აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელებისთვის და ხელს შეუწყობს დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების გარეშე შეძლონ საქმიანობის აღდგენა.
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)