10:58 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-03 10:16:23, 1257 ნახვა

კომენტარი
ბოკუჩავა - ტიკარაძე იმ როლშია ჩარჩენილი, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის პირადი ექიმი იყო

„ბუნებრივია, ტიკარაძეს მთავარ საკანონმდებლო ორგანოში მისვლის პასუხისმგებლობის შეგრძნება არ გააჩნია და წინანდელ როლშია ჩარჩენილი, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის პირადი ექიმი იყო“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მდივანმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ნორმალურ ქვეყნებში ჯანდაცვის მინისტრი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები სისტემატურად დადიოდნენ ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში.

„ნორმალურ ქვეყნებში ჯანდაცვის მინისტრი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები სისტემატურად დადიოდნენ ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში იმიტომ, რომ ესაა სწორედ ის ადგილი, სადაც საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს პასუხობენ მინისტრები. ბუნებრივია, ტიკარაძეს ამ პასუხისმგებლობის შეგრძნება არ გააჩნია და წინანდელ როლშია ჩარჩენილი, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის პირადი ექიმი იყო“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ პარლამენტში კოვიდის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებებისა და 520-ე დადგენილების განხილვისთვის დაიბარეს. ერთი დღით ადრე კი მან დეპუტატებს მისწერა, რომ პარლამენტში არ მივიდოდა და მისვლის თარიღის გადავადება ივნისის ბოლომდე ითხოვა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics