22:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-02 16:18:40, 2564 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - საქართველო უსაფრთხო დანიშნულების ადგილია და ეს ეხება არა მხოლოდ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას, არამედ საერთაშორისო აეროპორტებსაც

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების განახლებისა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების პროცესს გაეცნო.

პროცესს ასევე გაეცნენ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან კარანაძე.

აეროპორტის ოპერატორმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ"  ადგილზე უკვე უზრუნველყო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და საერთაშორისო სტანდარტებით აეროპორტებში მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო ყველა მოთხოვნა, მათ შორის შემოსასვლელებში დამონტაჟდა ხელის სადეზინფექციო აპარატები, სპეციალური ვიდეოსკანერები , რომლითაც მოხდება მგზავრთათვის სიცხის გაზომვა. ასევე მოხდა მოფრენისა და გაფრენის ტერმინალების უსაფრთხო დისტანციის სპეციალური სტიკერებით მონიშვნა,  სარეგისტრაციო დახლებზე მოეწყო დამცავი ფარები,  რათა არ მოხდეს პირდაპირი კონტაქტი მგზავრსა და აერპორტის თანამშორმლებს შორის.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით,  როგორც ცნობილია, საქართველო საერთაშორისო ვიზიტორების მასპინძლობას 1-ლი ივლისიდან გეგმავს.

„ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მთელი ინფრასტრუქტურა, მათ შორის საერთაშორისო აერპორტები მზად იყოს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და უსაფრთხოების ყველა ეპიდემიოლოგიურ სტანდარტს უპასუხონ, რათა მაქსიმალურად უსაფრთხოდ მოხდეს როგორც ტურისტების მიღება, ასევე ჩვენი მოქალაქეების გაფრენა", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, სასიხარულოა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორმა კომპანიამ ძალიან დიდი შრომა გაწია, რომ უსაფრთხოების სტანდარტები ყველა პროცედურის დროს, ყველა  ნაბიჯზე  უმაღლეს დონეზე იყოს დაცული.

„პრაქტიკულად, კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ საქართველო არის უსაფრთხო დანიშნულების ადგილი და ეს ეხება არა მხოლოდ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას, არამედ აეროპორტებსაც“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics