10:58 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-02 12:42:14, 1700 ნახვა

კომენტარი
სერგი კაპანაძე - საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკური რეკლამა ფასიანი არ იყოს წინასაარჩევნო დროს, უბრალოდ არასწორია

„საუბარი, რომ პოლიტიკური რეკლამა ფასიანი არ იყოს წინასაარჩევნო დროს, უბრალოდ არასწორია“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ წინასაარჩევნო პერიოდში ფასიანი რეკლამა აიკრძალება, ეს „ქართულ ოცნების“ უპირატესობას სხვებთან შედარებით კიდევ უფრო გაზრდის, რაც არასწორია.

„ჩვენ გვაქვს გარემო, სადაც გვყავს მილიარდერი და გვყავს სახლემწიფო ადმინისტრაციული აპარატი, რომელიც ფულს ხარჯავს წინაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ ე.წ. საქმეების წარმოჩინებაზე. ამიტომ ახლა საუბარი, რომ პოლიტიკური რეკლამა ფასიანი არ იყოს წინასაარჩევნო დროს, უბრალოდ არასწორია, რადგან ეს ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ ექნება მხოლოდ უპირატესობა სხვებთან შედარებით. ამიტომ ჩვენი მიდგომა არის ის, რომ პირიქით არასაარჩევნო დროსაც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა პოლიტიკურ ძალას, რომ თავისთვის მნიშვნელოვანი მესიჯები, გზავნილები მიიტანოს საზოგადოებამდე," -  განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრი გია ჟორჟოლიანი გამოდის ინიციატივით, რომ წინასაარჩევნო ფასიანი პოლიტიკური რეკლამა აიკრძალოს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics