10:58 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-01 14:00:46, 1163 ნახვა

კომენტარი
„GEO - Georgia’s Environmental Outlook“ დამფუძნებელი: გარემოს დაცვის მიმართულებებით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები შემუშავდა

„მივესალმები სატყეო სექტორის, დაცული ტერიტორიების, ჰაერის დაცვის, ნარჩენების მართვის, წყლის რესურსების მართვის, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) სფეროში და გარემოს დაცვის სექტორში მიმდინარე რეფორმებს. მინდა აღვნიშნო, რომ საკანონმდებლო ბაზის შექმნა არის საწყისი ეტაპი, რომელსაც შემდეგ აღსრულება სჭირდება. ამ სფეროში ჩართულ ყველა ადამიანს, მინდა წარმატება ვუსურვო“, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „GEO - Georgia’s Environmental Outlook“ დამფუძნებელმა, ხათუნა გოგალაძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნინო წილოსანთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა გარემოსდაცვითი მიმართულების მიმდინარე და დაგეგმილი საკანონმდებლო რეფორმების შესახებ ისაუბრა.

როგორც მინისტრმა შეხედრაზე აღნიშნა, ქვეყანას უკვე აქვს ტყის ახალი კოდექსი, რომელიც ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის მართვა სრულიად ახალ ეტაპზე გადაჰყავს. გარდა ამისა, მთავრობამ სულ ახლახანს დაამტკიცა მწარმოებლის გაფართოვებული ვალდებულებების ნორმატივები, რაც ასევე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია და მწვანე ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობებს ქმნის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics