22:15 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-29 11:32:44, 1415 ნახვა

ეკონომიკა
აპრილში საქართველოს ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა

საქსტატმა, აპრილის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

უწყების ცნობით, გასულ თვეში მშპ-ს კლებამ 16,6% შეადგინა. ამასთანავე, წლის პირველი ოთხი თვეს შემდეგ, ჯამურად ეკონომიკა 3,6%-ით არის შემცირებული. 

„წინასწარი შეფასებით, აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გარკვეულწილად შენელდა და სახეზე გვაქვს ეკონომიკის 16.6%-იანი შემცირება. შესაბამისად, პირველი 4 თვის საშუალო რეალური ზრდა -3.6%-ია“, - ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. .

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 2020 წლის აპრილში შემცირება გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგის გარდა. განსაკუთრებით კი აღსანიშნავია შემცირება მშენებლობის, ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, უძრავი ქონებით ოპერაციების, ასევე ხელოვნების, გართობის და დასვენების სექტორებით.

ამასთან, აპრილში საქონლის ექსპორტი 28%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი 39%-ით შემცირდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics