12:30 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-27 13:28:30, 1062 ნახვა

კომენტარი
პრემიერი - ფაქტი რჩება ფაქტად, ქვეყანაში არ არსებობს ინფიცირებული, რომელმაც ვერ მიიღო სტაციონარული დახმარება

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ ქავეყანაში არც ერთი კოვიდ19-ით ინფიცირებული პაციენტი არ არსებობს, რომელმაც ვერ ან არ მიიღო სტაციონარული დახმარება.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოზე ძლიერმა ევროპულმა სახელმწიფოებმა ვერ შეძლეს ვირუსთან ასე გამკლავება, კერძოდ, ისინი ინფიცირებულ ადამიანებს ეუბნებოდნენ დარჩენილიყვნენ სახლში და ასე ემკურნალათ.

„ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ვინც რა უნდა ილაპარაკოს, ფაქტი რჩება ფაქტად, რომ ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი „კოვიდით“ ინფიცირებული, რომელმაც არ ან ვერ მიიღო სტაციონარული დახმარება.

ბევრმა ჩვენზე უფრო ძლიერმა ევროპულმა სახელმწიფომ ეს ვერ შეძლო, ინფიცირებულ ადამიანებს ეუბნებოდნენ დარჩენილიყვნენ სახლში და ისე ემკურნალათ. ამან რა შედეგები გამოიღო ყველამ კარგად ვნახეთ. ჩვენი შედეგი იყო მიღწეული, რა თქმა უნდა, სწრაფი ნაბიჯებით, მაგრამ უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ მთავრობა ყველა ნაბიჯს ათანხმებდა სპეციალისტებთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეპიდემიოლოგებთან", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics