21:29 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-25 10:49:45, 1119 ნახვა

რეგიონი
ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე 13 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზაზე 13 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამნეტმა განუცხადა.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი, ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზა, ბოლნისის გავლით უმოკლესი მანძილით აკავშირებს ამ რეგიონს სომხეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონთან, შესაბამისად ამ გზის გამართულად ფუნქციონირებას სატრანზიტო მიმოსვლის შეუფერხებლად განხორციელებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

არსებული გზა დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებსითვის საჭიროებდა სრულ რეაბილიტაციას. პროექტის შესაბამიისად გამხორციელდება გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესება, 3 ხიდის რეაბილიტაცია, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, საგზაო სამოსის მოწყობა და მოძრაობის უსაფრთხოებისათვის გზის თანამედროვე აღჭურვილობით უზრუნველყოფა. გზის რეაბილიტაცია  მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის რაციონალურ გამოყენებას. 

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 13 399 999 ლარია. სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics